16 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
სამეფო ქორწილი - პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დაოჯახება დახურულ წვეულებაზე აღნიშნეს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. დღის ბოლოს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დაოჯახება დახურულ წვეულებაზე, უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს. პრინცი ჩარლზის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე ახლადდაქორწინებული წყვილი 1968 წელს გამოშვებული იაგუარით გაემგზავრა.  

მეგან მარკლს სტელა მაკარტნის კაბა ეცვა, პრინცი ჰარი კი შავი ფერის კოსტუმში იყო გამოწყობილი. უინძორის სასახლის დატოვების დროს, სასექსის ჰერცოგის მეუღლემ ტელეკამერების წინ ახალი საჩუქრის დემონსტრირებაც მოახდინა. პრინცმა ჰარიმ ჯვრისწერის დღეს რჩეულს მისი დედის, პრინცესა დაიანას კუთვნილი ბეჭედი აჩუქა. ცერემონიაზე მიწვეულ 600 სტუმარს სპეციალურ მიღებაზე დედოფალმაც უმასპინძლა. წვეულებაზე პრინცი ჰარის თხოვნით რამდენიმე სიმღერა ელტონ ჯონმა შეასრულა.

დღის ამბები