20 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
კანის რიგით 71-ე კინოფესტივალი-ოქროს პალმის რტო ფილმს "მაღაზიის ქურდები" ერგო

კანში რიგით 71-ე კინოფესტივალის რჩეულები დაასახელეს. მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო წელს იაპონელი რეჟისორის, ჰირო კაძუ კორე-ედას ფილმს "მაღაზიის ქურდები" ერგო. ჟიურიმ, რომელსაც ავსტრალიელი ვარსკვლავი ქეით ბლანშეტი ხელმძღვანელობდა, ქალებს შორის საუკეთესო მსახიობად ყაზახი სამალ ესლი-ამოვა აღიარა. მამაკაცებს შორის კი საუკეთესოდ იტალიელი მარჩელო ფონტე დასახელდა. კანის კინოფესტივალის გრანპრი ამერიკელ რეჟისორს სპაიკ ლის ერგო, საუკეთესო რეჟისორი კი პოლონელი პაველ პავლი-კოვსკი გახდა. ჟიურიმ სპეციალური ჯილდო 87 წლის ფრანგ რეჟისორს, ჟან ლუკ გოდარს გადასცა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ფესტივალის სტუმრებისთვის სასახლის წინ სტინგმა იმღერა 

დღის ამბები