19 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
გროზნოს ტაძარზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია-ტერიტისტების ასაკი 19 წელს არ აღემატება

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გროზნოს ტაძარზე თავდამსხმელების ვინაობა დაასახელა. სამი ტერორისტი ჩეჩნეთის, ერთი კი ინგუშეთის მცხოვრები იყო. გამოძიების ცნობით, მათი ასაკი 19 წელს არ აღემატებოდა. თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი სამართალდამცველი და ერთი ეკლესიაში მყოფი პირი. ის წარმოშობით უზბეკი აღმოჩნდა, რომელიც ჩეჩნეთში ნათესავების მოსაძებნად ჩავიდა. შემთხვევის ადგილზე რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვიც იმყოფებოდა. 

დღის ამბები