20 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
დავა გურჯაანის ბაზრის ადმინსტრაციასა და მოვაჭრეებს შორის-დასაქმებულები ალტერნატიულ ფართში გადასვლაზე უარს ამბობენ

გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება გრძელდება. მოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და აქციებს აანონსებენ. ისინი შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში გადასვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მესაკუთრემ დროებით მას შემდეგ მოსთხოვა, რაც შენობის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღო. დასაქმებულები კი ამტკიცებენ, რომ ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში, მათ უკან აღარ დააბრუნებენ და ბაზრის ადგილას სხვა ობიექტი აშენდება. ვარაუდობენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე კერძო ობიექტის აშენებით გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილია დაინტერესებული.

ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით გურჯაანის მთავარ ბაზარში დასაქმებულებს დროებით ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაიყვანენ, თუმცა მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ადგილზე არც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა და არც პირობები. ტერიტორია კი ცენტრიდან მოშორებით არის. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები