25 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
ჭა საიდანაც მთელი სოფელი წყალს ეზიდება-სოფელ ძიმითში მოსახლეობა წყლის სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებას ითხოვს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითის მოსახლეობა წლებია საერთო ჭით სარგებლობენ. სოფელში მცხოვრები 35 ოჯახი მხოლოდ ერთი ჭით სარგებლობს, დანარჩენი 4 ჭის წყალი სასმელად გამოუსადეგარია.

სოფელში წყლის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება რამდენიმე წლის წინ დაიწყო თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. სოფელ ძიმითში უკვე დადგეს წყლის რეზერვუარი და მილების ნაწილიც  ჩაყარეს თუმცა წყალს თირის უბნამდე ჯერ არ მიუღწევია. ადგილობრივები ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სოფლისთვის განკუთვნილი წყლის მილები გააჩუქეს. ძიმითლები, უწყლობის მოწესრიგებისთვის ხელახალი ტენდერის გამოცხადებას ელოდებიან.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საქმიანობის შესწავლის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ რაიონული ოპოზიციური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით შესაძლოა, რომ ამ საქმეში სისხლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდეს. ადგილობრივი ხელისუფლებაც, ოპოზიციის მსგავსად  თითს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისკენ იშვერს.

ავტორი: ლადო მენაბდე.

 

დღის ამბები