24 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
მოხსნილი სოციალური დახმარება - საარსებო პირობების გარეშე დარჩენილი 60 წლის შრომისუუნარო მარტოხელა მამაკაცი

ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე დარჩენილი 60 წლის მარტოხელა მამაკაცი. კვების მთელი დღის რაციონი იური მეგრელიშვილისთვის მხოლოდ გამხმარი პურია. 60 წელს მიტანებული მამაკაცი მარტოხელა და შრომისუუნაროა. მას ცალი ფეხი ამპუტირებული აქვს და გადაადგილება უჭირს. სოფელ ზედუბანში მცხოვრებ იური მეგრელიშვილს, უკვე სამი წელია, რაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. ეს მისი ერთადერთი შემოსავალი იყო. ამის გამო ის საკვებსაც კი ვერ ყიდულობს. რთულია მისი საცხოვრებელი პირობებიც. დაზიანებულია სახლის სახურავი და კედლები.

საკვების მიღებას იური მეგრელიშვილი ყოველდღე მხოლოდ მეზობლების დახმარებით ახერხებს.

იური მეგრელიშვილს ფეხი 40 წლის წინ უბედური შემთხვევის გამო დაუზიანდა. მას მატარებელმა გადაუარა. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მამაკაცის სარეიტინგო ქულა 65 ათასზე მაღალია და სოციალური შემწეობაც სწორედ ამის გამო მოეხსნა.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები