20 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
სამეფო ქორწილი - წყვილი ახალი სტატუსით პირველ სამეფო მოვალეობას ორ დღეში შეასრულებს

პრინც ჰარიმ და მეგან მარკლმა ღამე უინძორის სასახლეში გაატარეს. წყვილი ახალი სტატუსით პირველ სამეფო მოვალეობას ორ დღეში შეასრულებს. საქსესის ჰერცოგი და მისი მეუღლე ბუკინგემის სასახლის ბაღში, პრინც ჩარლზის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან.

წყვილმა დაოჯახების აღნიშვნა უახლოესი მეგობრების წრეში, 200 კაციან დახურულ მიღებაზე დაასრულა. პრინცი ჩარლზის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 1968 წელს გამოშვებული მოლურჯო-მოვერცხლისფრო იაგუარით გაემგზავრნენ. 

ცერემონიის დროს ბრიტანული ტრადიციებისა და აფრო-ამერიკული კულტურის ელემენტების გაერთიანება მსოფლიო მედიამ სამეფო ოჯახისთვის ახალი ეპოქის დასაწყისად შეაფასა.

ცნობილია, რომ ახლადდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეში ჯერ არ გაემგზავრება. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანეთში შემოდგომამდე დარჩებიან. თაფლობის თვეს ისინი სავარაუდოდ ნაირობიში გაატარებენ.

დღის ამბები