21 ივნისი 2018,   16:35
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ახალგაზრდებს შორის - თელავის სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირებისას 18 წლის მამაკაცი დაჭრეს

ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 18 წლის ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა. შემთხვევა თელავის ერთ-ერთ სასაფლაოზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცავებისთვის ცნობილია. მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები