26 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
Mercedes-Benz Fashion Week - ქართველი დიზაინერების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება

უკვე სამი წელია, რაც საქართველოში წელიწადში ორჯერ, Mercedes-Benz Fashion Week ტარდება. ქართველი დიზაინერების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი პრესტიჟული გამოცემა საუბრობს საქართველოზე, როგორც მოდის ინდუსტრიის ახალ ცენტრზე. საერთაშორისო პოპულარობასთან ერთად, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი საერთაშორისო ვარსკვლავი ირგებს სამოსსა და აქსესუარებს ქართველი დიზაინერების  შემოქმედებიდან.

Mercedes-Benz Fashion Week-ის ორგანიზატორებმა 2018-2019 წლების შემოდგომა ზამთრის სეზონებისთვის განკუთვნილი კოლექციების წარსადგენად ცირკი აირჩიეს. 

მოდის კვირეულის გასაშუქებლად წელს კიდევ უფრო მეტი ჟურნალისტი ჩამოვიდა, კოლექციების დასათვალიერებლად და მათ შესაძენად კი, არაერთი მყიდველი მთელი მსოფლიოდან

მსოფლიო პრესა კი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში დაბეჭდავს სტატიებს საქართველოზე და ქართული მოდის ინდუსტრიის წარმატებაზე.

ასევე, საქართველო ფლორენციაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოდურ ღონისძიებაზე მასპინძელი ქვეყანაა.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

დღის ამბები