20 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
"საპროტესტო მუხტი შენარჩუნებულია "- "თეთრი ხმაური" და დახურული კლუბების მფლობელები ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვენ  

მოძრაობა „თეთრ ხმაურში“ შიდა კონსულტაციები აქტიურ ფაზაში გადავიდა.  მოძრაობაში განმარტავენ, რომ არსებულ არაერთ კითხვაზე მათ პასუხი ხელისუფლებისგან ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

პარალელურად, ისინი ამ დრომდე ელოდებიან დაპირებულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან, სადაც ნარკოპოლიტიკაზე უნდა იყოს საუბარი.

„კლუბები დაკეტილია, კლუბების დარბევის მიზანი კვლავაც გაურკვეველია, კითხვის ნიშანი კვლავაც არსებობს, მანამდე პერიოდის კითხვის ნიშნები, ვგულისხმობ ნივთიერების საკითხს, რომლითაც ადამიანები დაიღუპნენ. მოკლედ შს სამინისტროსთან ჩვენ შეხვედრასაც ველოდებით, მანამდე ჩვენი კითხვები კიდევ უფრო ჩამოყალიბდება. პროტესტი რა თქმა უნდა შენარჩუნებადია და შევინარჩუნებთ. გვექნება კიდევ ერთი შეკრება გუნდის წევრებს, დავილაპარაკებთ საბოლოო გეგმის ნაწილზე,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

საპროტესტო მუხტს ინარჩუნებენ ბასიანის დამფუძნებლებიც, რომლებიც სამართლებრივ დეტალებს დღეს იურისტებთან შეათანხმებენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდება, რა ფორმით გააგრძელებენ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" ორგანიზატორები ბრძოლას.

„მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კლუბის მენეჯმენტი და მფლობელები არ არიან ნარკოგარიგებაში მონაწილეები, რატომ არ გვიღებენ კლუბს, ხომ არ აქვს ამას პოლიტიკური სარჩული,“-აცხადებს კლუბ ”ბასიანის” მფლობელი ზვიად გელბახიანი.

დღის ამბები