20 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
კანონმდებლები დღეს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლები დღეს იმ ცვლილებებზე ისაუბრებენ, რომელიც საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს. საქმე ეხება  მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადს. 

ცვლილების მიხედვით იზრდება საშემოსავლო ზღვარი და ის 500 ათასის ნაცვლად 100 ათასით განისაზღვრება.  „ევროპული საქართველოს“ წევრი  ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ ცვლილებები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შვების მომტანი იქნება. მისი თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ „ქართული ოცნება“ აიძულა ოპოზიციის შეთავაზებების ნაწილი გაიზიაროს.

ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებაზე ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ქვეყანას ეკონომიკური კუთხით პოზიტიური ტრენდი აქვს.

 „სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია 221 მილიონი ლარის გადაჭარბებით. მთლიანად პოზიტიური ტრენდი გვაქვს ეკონომიკაში. ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალში შეადგინა 5,2%, მაშინ როდესაც დაგეგმილი გვქონდა 4,5%-ზე. ასევე მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად უსწრებს იმპორტის ზრდა,“-განაცხადა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

ბიუჯეტის ათვისების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ ხარჯვით ნაწილში კვლავ გარღვევაა, რაც წლის ბოლოს ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას გამოიწვევს.

„სამი თვის ხარჯვით გეგმის შესრულებას  აკლია 137 მილიონი ლარი. კვლავ მეორდება უკვე მერამდენე წელია ერთი და იგივე სცენარი. ვერ ასრულებენ ხარჯვით გეგმას და შემდეგ უკვე შემოდგომაზე მიაყრიან ამ ფულს, წარმოიქმნება დიდი ზვავი, ამას მოჰყვება ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები