25 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
ვფიქრობ, მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას - კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს 

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმებისთვის საპარლამენტო უმრავლესობას ერთი კვირა რჩება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტში მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს.

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან რომ პროცესი საბოლოოდ წარმატებით დასრულდება და გაცილებით უკეთესი ნარკოპოლიტიკის შემუშავდება მოხერხდება.

„ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით დოკუმენტზე მუშაობის ვადა. ეს ერთი თვე იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის შესაბამისად დრო ბევრი არ არის დარჩენილი თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით.

ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელ შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები