20 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
ტერაქტი გროზნოში - პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გროზნოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაცია ამის შესახებ ისლამისტებთან დაკავშირებულმა სააგენტო “ამაქ“-მა გაავრცელა, თუმცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ISIS-ის მებრძოლები არ იმყოფებიან.

რამზან კადიროვის მტკიცებით, თავდამსხმელებმა ბრძანება ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები პირებისგან მიიღეს.

2 ჩეჩენი და 1 ინგუშეთის მცხოვრები გროზნოში მდებარე ეკლესიას 2 დღის წინ დაესხა თავს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. სპეცოპერაციის შედეგად სამივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

დღის ამბები