25 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
ბრიტანელი კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ

ბრიტანელი კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ. ​წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა ლონდონმა რუსეთის პოლიტიკური რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

დოკუმენტი სახელწოდებით - "მოსკოვის ოქრო ანუ რუსეთის კორუფცია დიდ ბრიტანეთში", საპარლამენტო კომისიის გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა.

ავტორები მიიჩნევენ, რომ კორუფციული აქტივების ბრიტანეთში განთავსება კრემლის სტრატეგიის ნაწილია და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

დღის ამბები