20 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
სასამართლო სისტემის რეფორმა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სტრატეგიაზე იმსჯელებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე, სტრატეგიის შესრულებასა და მასში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრებენ. საქმე ეხება საბჭოს საქმიანობაში მოსამართლეთა ჩართულობას და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესს. 

საბჭოს არამოსამართლე წევრების განმარტებით, სასამართლო სისტემა უფრო მეტად დაკონკრეტებული ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.

„სხდომაზე გამოტანილი იქნება სტრატეგიით გათვალისწინებული საკითხები მათ შორის არის რეგიონის მოსამართლეთა ჩართულობა საბჭოს საქმიანობაში, ზოგადად მოსამართლეების ჩართულობის გაზრდა რეფორმებში, რომელიც ეხება სასამართლოს სისტემას და ასევე კიდევ ერთი წესი, რომელიც ეხება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნას აქ საუბარია ერთ-ერთ კომპონენტზე, რომელიც გათვალისწინებულია სისტემის სტრატეგიით“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები