24 აპრილი 2024,   01:23
ვრცლად
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება - რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს 

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა ოკუპანტებმა ქუთაისში მცხოვრები ალექსანდრე ნაცვლიშვილი დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო შს სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, მაშინ დააკავეს, როცა ის გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთას“ ცდილობდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

დღის ამბები