19 აპრილი 2024,   04:37
ვრცლად
21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია ოფიციალურად გადაიბარა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა, რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში, ქაბულში გაიმართა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს საერთაშორისო მისიაში ჩაბმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზის მეთაურმა და სერჟანტმა, პოლკოვნიკმა ბრაიან კეიტ ოლეტმა და მთავარმა სერჟანტმა ჯეიმს თეშმა, ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რევაზ ნიკოლეიშვილმა მიულოცეს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის ბოლოს ამერიკელმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ქაბულში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოება და ბაზის პერიმეტრის კონტროლი იქნება.

დღის ამბები