25 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს. ქვეყნის მოქმედ ლიდერს არჩევნებში მხარი მოსახლეობის თითქმის 68 პროცენტმა დაუჭირა, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი ხმების მხოლოდ 21 პროცენტი მოიპოვა.

ანდრი ფალკონმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა.

საარჩევნო პროცესი ვენესუელაში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე წარიმართა. 55 წლის მადურო ქვეყანას მომდევნო 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მისმა მხარდამჭერებმა გამარჯვება პრეზიდენტის სასახლესთან ფეიერვერკებით აღნიშნეს.

დღის ამბები