23 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
ჟურნალ „ბილბორდის“ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე საღამოს ფავორიტი ედ შირანი გახდა

ლასვეგასმა ჟურნალ „ბილბორდის“ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოვებას უმასპინძლა. საღამოს ფავორიტი ედ შირანი გახდა, რომელმაც 4 ჯილდო მოიპოვა.

ბრიტანელი მუსიკოსი წლის საუკეთესო არტისტად აღიარეს, ის მამაკაცებს შორის საუკეთესო შემსრულებლადაც დასახელდა, სიმღერა "Shape of You" კი საუკეთესო რადიოჰიტი გახდა.

ცერემონიის დროს მომღერალი დუბლინიდან ჩაერთო. ქალებს შორის საუკეთესო მომღერლად ამერიკელი ტეილორ სვიფტი აღიარეს, ახალი ვარსკვლავის ტიტული კი ხალიდმა მოიპოვა.

ბილბორდის საპატიო ჯილდო ცერემონიაზე ჯენეტ ჯექსონს გადასცეს. 

დღის ამბები