25 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია საბერძნეთში - დაკავებულია საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე

საბერძნეთში საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. მასშტაბური ოპერაცია ატიკას რეგიონში დილიდან მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალად საცხოვრებელი ბინების ძარცვა ედებათ.

ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები 4 კაციან ჯგუფებად მოქმედებდნენ. მათ 100-ზე მეტი სახლი აქვთ გაძარცვული.

ეჭვმიტანილები მოპარულ ნივთებს დაუყოვნებლივ ყიდდნენ ან თანხას საქართველოში აგზავნიდნენ.

გამოძიების ვერსიით, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ვერ აღმოაჩინეს.

დაჯგუფების სხვა წევრების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები ატიკაში ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები