20 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
"ვეტოები იყო მიმართული იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები" - მარგველაშვილი 

ჩემი ვეტოები იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. ხუთ წლიან საპრეზიდენტო მმართველობაზე გიორგი მარგველაშვილმა  პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

გიორგი მარგველაშვილმა 5 წლიან საპრეზიდენტო ვადაში ვეტო სულ 10 კანონპროექტს დაადო. მათ შორის იყო სასამართლო რეფორმა და კონსტიტუცია. ყველა შემთხვევაში ვეტო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დაძლეული იქნა.

პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, მმართველი გუნდის მხრიდან მისი ვეტოების დაძლევა ბოლო დროს კომიკურიც კი გახდა.

„ვეტო იყო გამოყენებული სასამართლოებთან მიმართებაში. ვეტო იყო გამოყენებული კონსტიტუციასთან მიმართებაში რომელმაც ისეთი ცვლილებები შეიტანა ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში, რომელსაც მე ვერავინ ვერ ამიხსნის. რუსეთთან ფაქტიურად ომის მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ რანაირად შეიძლება გააუქმოს უშიშროების საბჭო?! და ა.შ. ჩემი ვეტოები იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები. არ შეიძლება სახელმწიფო თავის ინსტიტუტებს ასე არყევდეს,“- დავაფიქსირო,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები