06 დეკემბერი 2019,   02:39
ვრცლად
წყალდიდობა თურქეთში - სამგზავრო ავტობუსებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმამ ანკარაში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები საავტომობილო მიმოსვლას შეუქმნა.

დაიტბორა ცენტრალური მაგისტრალები და დაზიანდა ათობით მანქანა. მოვარდნილი ნიაღვარის გამო, ავტობანის გვირაბში სამგზავრო ავტობუსმა მოძრაობის გაგრძელება ვერ შეძლო. ათობით მგზავრი ადგილიდან სამაშველო კიბეების დახმარებით ამოიყვანეს.

ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთის დედაქალაქში რიგით მეორე მასშტაბური წყალდიდობაა.

დღის ამბები