15 აგვისტო 2018,   22:55
ვრცლად
ჰუმანური მომხმარებლების და არა გამსაღებლების მიმართ - ოპოზიცია ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს

ნარკოპოლიტიკის ცვლილება - ოპოზიცია მმართველ გუნდს დროული ლიბერალიზაციისკენ მოუწოდებს. 

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმებისთვის საპარლამენტო უმრავლესობას ერთი კვირა რჩება.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომემ სამადაშვილი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო ჰუმანური იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ დატოვებს შესაძლებლობას, რომ ეფექტიანი ბრძოლა წარიმართოს ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ, უფრო ჰუმანურს გახდის სახელმწიფო პოლიტიკას, რაც შეეხება ნარკოტიკების მომხმარებელს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას "ევროპული საქართველოს" წევრები. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით,  ნარკოპოლიტიკა ჰუმანური უნდა იყოს მომხმარებლების და არა რეალიზატორების მიმართ. 

„მთავარი საკითხი, რომელიც ახლა უნდა გადაწყდეს და დროულად უნდა გადაწყდეს, იქნება უფრო ჰუმანური ეს პოლიტიკა თუ არა. ჰუმანური ნარკომომხმარებლების მიმართ და არა გამსაღებლების და გამავრცელებლების მიმართ. რომ ქვეყანაში არსებობდეს მეტი დახმარება იმ ხალხისთვის, ვისაც აღარ უნდა ნარკოტიკები,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები