14 დეკემბერი 2018,   03:42
ვრცლად
"ვცადეთ ერთ-ერთი ნომრის მოსმენა, რაზეც იმ წამსვე მოხდა რეაგირება" - სესიაშვილი "ორგასაღებიანი” სისტემის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

ნდობის ჯგუფის შესახებ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ირაკლი სესიაშვილსა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სააგენტოს საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიში მოისმინა. სესიაშვილი ადგილზე გაეცნო უწყების მუშაობის სპეციფიკას და ე.წ. "ორგასაღებიანი” სისტემის მუშაობას.

ამ უწყებას გააჩნია მთელი რიგი მიმართულებები, რაზეც არის დაფუძნებული ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიური  განვითარება, რაც შეეხება მოსმენების და ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერების მიმართულებას, ამ შემთხვევაში სააგენტო არის ერთგვარი სერვისის, მომსახურების გამწევი ყველა იმ უწყებებისთვის  მიმართ, რომელთაც აქვთ კანონით დადგენილი გამოძიების უფლება და შესაძლებლობა. ვცადეთ, ჩემი თანდასწრებით ერთ-ერთი ნომრის მოსმენა-მიყურადება, რაზეც იმ წამსვე მოხდა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეაგირება,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

დღის ამბები