20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
სკანდალური ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ანადგურებენ მტკიცებულებებს - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურას მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების „კურიერში“ გასაჯაროების შემდეგ პროკურატურას მიმართავს. ის თვლის, რომ „შაბათის კურიერში“ გასული კადრები პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა დანაშაული ჩაიდინა.

თავად მირზა სუბელიანმა დღეს „კურიერის“ შეკითხვებს არ უპასუხა.

კადრები, რომელზეც ზაზა სარალიძე საუბრობს, გასული წლის 1 დეკემბერს, სისხლიანი დაპირისპირებიდან მალევე საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის და მირზა სუბელიანის ახლო ნათესავის, მიხეილ კალანდიას სახლთანაა გადაღებული. "კურიერის" მოპოვებულ მასალაში აღბეჭდილია რა ხდებოდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათ ეზოში. მასალაში ჩანს როგორ მოიშორა დაპირისპირებაში მონაწილე მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკამ სისხლიანი ტანსაცმელი. გარე სათვალთვალო კამერას დაფიქსირებული ყავს მაშინ ჯერ კიდევ პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელიც კალანდიებთან არასრულწლოვნების მკვლელობიდან მალევე მივიდა. მასალაში არ ჩანს რა ხდებოდა იმ დროს კალანდიების საცხოვრებელ სახლში ან ეზოში, თუმცა "კურიერის" მოპოვებული კადრებით შეიძლება ვარაუდი, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მასში მონაწილე ორი მოზარდის გადამალვაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სუბელიანიც მონაწილეობდა. რადგან კადრების მიხედვით სუბელიანი ნათესავებთან რამდენიმე წუთი გაჩერდა, იმ ავტომობილმა კი რომლითაც მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი ბრალდებული ქალაქიდან გაიყვანეს ეზო მისი წასვლიდან დაახლოებით ერთ წუთში დატოვა.

დღის ამბები