25 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
სპეცოპერაცია საბერძნეთში - დაკავებულია საქართველოს 17 მოქალაქე, რომელთაც გამოძიება 100-მდე სახლის ძარცვას ედავება

კიდევ ერი მასშტაბური ოპერაცია კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ - საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს17 მოქალაქე დააკავა, მათშორის 2 ქალი. ბრალდებულებს გამოძიება 100-ზე მეტი სახლის ძარცვას ედავება, თუმცა დაკავებულების საცხოვრებლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები და ფული სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს. ოფიციალური ვერსიით საქართველოს მოქალაქეები ოთხკაციან ჯგუფებად მოქმედებდნენ და მოპარულ ნივთებს დაუყოვნებლივ ყიდდნენ, თანხას კი საქართველოში გზავნიდნენ.

ქართველი ძალოვანების ინფორმაციით დაჯგუფებას კრიმინალური ავტორიტეტი ნოდარ შუკაკიძე იგივე „გლდანსკი“ აკონტროლებდა.

დაკავებულის ახლობლების უმრავლესობამ არ იცის, რის გამო აიყვანეს საქართველოს 17 მოქალაქე საბერძნეთში და რა დანაშაულს ედავებიან მათ. კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოვებული პირების ოჯახის წევრები "კურიერთან" ამტკიცებენ, რომ მოქალაქეები, რომლებიც სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს, საქართველოდან სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წავიდნენ.

დღის ამბები