19 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
ავარიული კორპუსი ვარკეთილში - კიბის უჯრედის ჩამონგრევის გამო, ათამდე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ვარკეთილში, 4-სართულიანი ავარიული კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.  

კიბის უჯრედის ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ათამდე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. საფრთხის მიუხედავად, ავარიულ კორპუსში წლებია თვითნებურად შეჭრილი სოციალურად დაუცველები და ის პირები ცხოვრობენ, რომლებიც მერიამ ამ შენობიდან 2008 წელს ქირით გაიყვანა. მაცხოვრებლების ნაწილი ავარიულ კორპუსში საკუთარი ნებით იმ მიზეზით დაბრუნდა, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილი ქირა საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვარკეთილში მცხოვრები 36 ოჯახი,11 წელია  მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდება, როდის მიიღებენ ავარიული ბინების სანაცვლოდ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს. ადგილობრივები თბილისის მერთად შეხვედრას და ინვესტორისთვის შესაბამისი პირობის შექმნასაც ითხოვენ. კორპუსი 2008 წლამდე რამდენჯერმე გაამაგრეს, თუმცა მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ ადგილობრივების სასწრაფო გასახლება გახდა საჭირო.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები