20 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
მეგა შოუ "მხოლოდ ქართული" - დღევანდელი კონცერტი თანამედროვე ქართულ სიმღერებს დაეთმობა 

მეგა შოუ "მხოლოდ ქართული" "რუსთავი 2"-ზე. მაყურებელს, როგორც ყოველთვის დღესაც დაუვიწყარი საღამო ელოდება, რომლისთვისაც პროექტის მონაწილეები მთელი კვირა ემზადებოდნენ. სატელევიზიო სივრცის ყველაზე რეიტინგული შოუს კონკურსანტები დღევანდელ კონცერტს თანამედროვე ქართულ სიმღერებს უთმობენ.

ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობებით დღეს 7 კონკურსანტი შეეცდება.

მეგა შოუ 9 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება. კონკურსანტებიდან ერთ-ერთი, ვინც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, დღეს პროექტს დატოვებს.

დღის ამბები