20 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
დაპირისპირება საქართველოს ავია ბაზარზე - „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის ბრალდებები „ტავ ჯორჯიას“

პირველი ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებელი აეროპორტების მმართველ „ტავ ჯორჯიას“ ქვეყნიდან ფიზიკურად გაძევებით ემუქრება. თამაზ  გაიაშვილის თქმით, ხელისუფლება უძლურია, ამიტომ ძვირადღირებული ბილეთების წინააღმდეგ, იძულებულია მომხრეებთან ერთად იბრძოლოს. ამბობს, რომ „ტავის“ მომსახურებით, ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი, თავად კლიენტებს კარგავს, ხალხი კი ორმაგ ფასს იხდის.

მომსახურების მაღალი ტარიფი, მოძველებული ტექნიკა, ტრანზიტული მგზავრების მომსახურებისთვის დაწესებული გადასახადი, ეს არის ნაწილი იმ ბრალდებების რასაც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი „ტავ ჯორჯიას“ უყენებს. ხმაურიანი ბრალდებების საპასუხო განცხადება დღის ბოლოს „ტავ ჯორჯიამაც“ გაავრცელა და გაიაშვილს განცხადებებს ცილისმწამებლური უწოდა.

ხელისუფლება „ტავ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას არ აპირებს. აეროპორტების გაერთიანებაში დღეს დაადასტურეს, რომ ეს საკითხი არც განიხილება, რასაც სამოქალაქო სექტორში მწვავე შეფასება მოყვა.

„კურიერის“ ინფორმაციით, სკანდალური განცხადების შემდეგ, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი უახლოეს პერიოდში მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. ამჯერად ინიციატორი  ხელისუფლება იქნება.

დღის ამბები