24 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა - პრემიერი

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა ვოლტერ რიდის” ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოინახულა, რომელიც ავღანეთში დაიჭრა.

„საუკუნის წინ საქართველომ აირჩია დასავლეთისკენ მიმავალი გზა ნებისმიერ ფასად. ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებებისადმი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი.

"მადლობა კონგრესის საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფს. ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა დავძლიეთ. წინ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვამოძრავებს ერთიანი მუხტი, რომელსაც მივყავართ კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობისა და მშვიდობიანი მომავლისკენ,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები