19 აპრილი 2024,   00:12
ვრცლად
პატიმარ სალომე მიქაძის ახლობლები, მსჯავრდებულის საქმის გადახედვას ითხოვენ

პატიმარ სალომე მიქაძის ახლობლებმა ფოთში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ საკრებულოს წევრი ქალბატონებიც შეუერთდნენ.

პატიმრის ახლობლებს მიაჩნიათ, რომ მიქაძე უკანონო პატიმარია, ის ფინანსური მაქინაციის მსხვერპლია და საქმის გადახედვას ითხოვენ.

სალომე მიქაძეს გამოძიება ,,ბევრილი ჯგუფის’’ მაღაზიიდან, სადაც ის კონსულტანტად მუშაობდა 11 ათასი ლარის მითვისებას ედავება.

მიქაძის ახლობლები საკითხის შესწავლას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველისგან ითხოვენ.

დღის ამბები