20 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
თბილისის საკრებულო ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევაზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს 

თბილისის საკრებულო ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევის და მისთვის  რესპუბლიკის მოედნის სახელის დაბრუნების შესახებ, დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

საკრებულოში მორიგი ხმაურიანი სხდომაა მოსალოდნელი.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ მხოლოდ საკრებულოს უმრავლესობას მოუწევს, რადგან ოპოზიცია ინიციატივას არ ეთანხმება. დეპუტატები ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვიწროპარტიული ინტერესები აქვს და ამ ფორმით წინა ხელისუფლებას უპირისპირდება.

„ეს არის ვიწროპარტიული გადაწყვეტილება და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება. აქ ხორციელდება ის, რომ უპირისპირდებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ახორციელებენ პოლიტიკური ისტორიის გადაწერას,“-განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტმა.

„ქართულ ოცნებაში“ კი საკითხის პოლიტიზიერებას გამორიცხავენ. მსჯელობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე გაიმართება.

„ერთადერთი არგუმენტი რამაც გამოიწვია საკრებულოს ინიციატივა ვარდების მოედნისთვის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს არის პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, რომელიც არის 26 მაისს და სწორედ ამას დავუკავშირეთ სახელის ცვლილებაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ პოლიტიკური კონტექსტი ამ შემთხვევაში არ განიხილება,“-აცხადებს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი.

დღის ამბები