საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის გამო, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სარჩელი მოამზადა.
ორგანიზაცია მაუწყებლის ბორდის წევრის, ნინია კაკაბაძის უფლებას დაიცავს, რომელმაც მაუწყებლის თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფრომაცია მოითხოვა, ბორდმა კი ამაზე უარი უთხრა.
იურისტები სამეურვეო საბჭოს კანონის დარღვევასა და საჯარო ინფრომაციის დამალვაში ადანაშაულებენ.
„ის რომ სამეურვეო საბჭოს წევრი ამ დრომდე ვერ იღებს კანონით მისთვის გარანტირებულ ინფორმაციას, ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი ვინც ქირაობს მენეჯმენტს და მენეჯმენტის ვის წინაშეც არის ანგარიშვალდებული, ამ ვალდებულებას არ ასრულებს და არ აწვდის ინფორმაციას. ჩვენ მზად ვართ სამართლებრივად მივიყვანოთ ბოლომდე,“- განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.