25 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
წყლის მილის დაზიანების გამო ჩიქოვანის ქუჩაზე 3 საცხოვრებელი დაიტბორა

წყლის მილის დაზიანების გამო ჩიქოვანის ქუჩაზე 3 საცხოვრებელი დაიტბორა. წყალი სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევიდა.

უსაფრთხოების მიზნით, სადარბაზოში გამორთული იყო ელექტროენერგია. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური. GWP-ის წარმომადგენლებმა წყალმომარაგება დროებით ჩაკეტეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე 3 საათის დაგვიანებით მივიდნენ.

დღის ამბები