24 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის მომზადებაშიც კი დასახმარებლად ივანიშვილს მიმართავენ - ოპოზიცია მმართველი გუნდის შეხვედრას ეხმაურება 

საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის მომზადებაშიც კი დასახმარებლად ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ - ასე ეხმაურება ოპოზიცია დღეს დაანონსებულ სხდომას, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა გამართავს. 

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, უმრავლესობა მაინც ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ჭკუის საკითხავად მიდიან ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც კვლავ რჩება ამ სახელმწიფოს არაფორმალურ მმართველად. ვნახოთ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილის, ივანიშვილი რასაც გადაწყვეტს სამწუხაროდ ის იქნება ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების წესი“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი.

"ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გაირკვევა რა სურს ივანიშვილის ოჯახს, კონკრეტულად კი ბერას.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის რეფორმა საჭიროა როგორც ნარკომომხმარებლების ასევე რეალიზატორების მიმართ.

„ნარკოპოლიტიკა რომელიც დღეს აშკარად არაეფექტურია ორივე მიმართულებით არის შესაცვლელი. უფრო ეფექტურად ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, მაგრამ უცილებელია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ იყოს ამოქმედებული ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები“- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები