15 აგვისტო 2018,   22:54
ვრცლად
ლგბტ თემის უფლებების დაცვის გამო ჟურნალისტ ნათია კობერიძეს წამებით ემუქრებიან

ჟურნალისტ ნათია კობერიძეს ლგბტ თემის დაცვის გამო წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან.

ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ასახელებს და რეაგირებას სამართალდამცველებისგან ელოდება. 

შსს-ს ინფორმაციით კი, ჟურნალისტის განცხადებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. 
უკვე გამოკითხულია ნათია კობერიძის განცხადებაში დასახელებული ყველა პირი, მათ შორის ის, ვისაც ჟურნალისტი მუქარაში ადანაშაულებს.

„მომწერა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც დამემუქრა წამებით, ჩემი ჯანმრთელობის ხელყოფით და დამცირების მძიმე ფორმებით. რაკი აშკარა იყო მუქარა შევატყობინე პოლიციას"-ამბობს კობერიძე.

დღის ამბები