ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ხის გადატანის გამო, მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დენის მიწოდება შეუწყდა საავადმყოფოს, საპატრულო პოლიციასა და ბენზინგასამართ სადგურებს.
ზუგდიდში, ამ დრომდე ჩახსნილია ელექტროენერგიის ხაზები და მოხსნილია შუქნიშნის მაჩვენებლები.
ხის გადასატანად მოწყობილი გზა განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე გაიყვანეს. თუმცა, სატვირთო მანქანამ 700 ტონა სიმძიმის გადატანა ვერ შეძლო და ხე ამ წუთებშიც, ახალგაყვანილ გზაზეა გაჩერებული.