18 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
აშშ ირანს ახალი და მკაცრი სანქციების დაწესებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ახალი და მკაცრი სანქციების დაწესებით ემუქრება, თუ ის აგრესიული პოლიტიკის კურსს არ შეცვლის- განცხადება ამის შესახებ მაიკ პომპეომ გააკეთა, რომელმაც ჰერითიჯის ფონდში სიტყვით გამოსვლისას ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ მომზადებული ზომები ჩამოაყალიბა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით 2015 წელს გაფორმებული გარიგების შემდეგ გაუქმებული სანქციები კვლავ ამოქმედდება. გარდა ამისა გაძლიერდება ირანზე უპრეცედენტო ფინანსური ზეწოლა. გარდა ამისა, ახალი შეთანხმების დადების სანაცვლოდ კი თეირანმა სირიიდან ძალები უნდა გაიყვანოს და შეწყვიტოს იემენში ამბოხებულთა შეიარაღება. მაიკ პომპეოს გეგმას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ წარმოუდგენია გეგმა, რომელიც 2015 წლის გარიგებას ჩაანაცვლებს და ახლო აღმოსავლეთს უფრო უსაფრთხოს გახდის. მაიკ პომპეოს გამოსვლა დაგმო ირანმაც და საპასუხო ქმედებებით დაემუქრა.

დღის ამბები