ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრექსიტის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავს. ბორის ჯონსონის თქმით, ამ ეტაპზე გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრია და გადაწყვეტილებებს ჯერჯერობით ორგანიზაციის წევრებთან შეთანხმებით იღებს.
თუმცა ბრექსიტის პროცედურის დასრულების შემდეგ ოფიციალურ ლონდონს შესაძლებლობა ექნება, თავად გადადგას ნაბიჯი და მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს.
ბორის ჯონსონი დადებითად აფასებს შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და აცხადებს, რომ შეზღუდვები ეფექტურია.