18 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
თუ ფხენიანი ვაშინგტონთან ბირთვული შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს, ლიბიის სცენარის გაზიარება მოუწევს - პენსის გაფრთხილება ჩრდილოეთ კორეას

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს. მაიკ პენსის განცხადებით, თუ ფხენიანი ვაშინგტონთან ბირთვული შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს, ლიბიის სცენარის გაზიარება მოუწევს.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს, დონალდ ტრამპთან თამაშს ნუ დაიწყებენ, რადგან პრეზიდენტი მათთან მოლაპარაკებებს აღარ გამართავს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ობიექტების დახურვას საერთაშორისო ინსპექტორების ჩასვლამდე იწყებს.

ფხენიანში უკვე გაემგზავრნენ აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები. ექსპერტები კი სპეციალისტების დასწრების გარეშე ობიექტების დახურვას საეჭვოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ფხენიანი, სავარაუდოდ, მტკიცებულებების განადგურებას აპირებს.

დღის ამბები