19 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
ენმ გურჯაანში ბალნეოლოგიური კურორტ ახტალის გაყიდვას აპროტესტებს

გურჯაანში ბალნეოლოგიური კურორტ ახტალის გაყიდვა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ადგილზე გიორგი ბოტკოველი ჩავიდა და ოფიციალური დოკუმენტაცია წარადგინა.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ პროექტი, რომელშიც მათ 6 მილიონამდე ლარი ჩადეს, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ შეგნებულად შეაჩერა.

ბოტკოველის თქმით, კურორტი რამდენჯერმე გადაარეგისტრირეს, რასაც ტერიტორიების დანაწილება და ჩამოჭრა მოჰყვა.

მისი მტკიცებით, 4 ჰექტრამდე ფართობით გურჯაანის მაჟორიტარი, დავით სონღულაშვილია დაინტერესებული. ახტალის დირექტორი ამბობს, რომ მყიდველმა 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.

კურორტი აუქციონზე 3 მილიონ 755 000 ლარად იყიდება.

დღის ამბები