ფოთის თეატრის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი ისევ ჩაიშალა. ტენდერში მონაწილეობის მსურველი არც ამჯერად გამოჩნდა.
დასმა რეპეტიციები იანვრიდან შეწყვიტა, რადგან ჭერის ჩამონგრევის შემდეგ შენობა სიცოცხლის თვის საშიში გახდა.
ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა, თუმცა მალევე შენობაში ბზარები გაჩნდა და ავარიული გახდა.
რეაბილიტაციისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა მსურველი ჯერ ისევ არ ჩანს.