25 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
სამმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნები - "ევროპული საქართველოს" ინიციატივა ელჩებმა მოისმინეს

"ევროპული საქართვლოს" წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, საარჩევნო ოლქების დაყოფა ახალი პრინციპით უნდა მოხდეს და მაჟორიტარული არჩევნები სამმანდატიანი უნდა გახდეს.

„საპარლამენტო ადგილები უფრო თანაბრად გადანაწილდეს პარტიებს შორის. პარლამენტში იყოს უფრო ძლიერი ოპოზიცია და პარლამენტის შემადგენლობა მეტად ასახავდეს ხალხის აზრს იმ გზით რომ არ მოხდეს პირველი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული მანდატის წაღება. ელჩების მხრიდან იყო ძალიან დიდი ყურადღებაც, იყო მხარდაჭერაც  და იმედი მაქვს რომ ის მხარდაჭერა, რომელიც ამ შეხვედრაზე იყო ახლო მომავალში უკვე დაფიქსირდება და აისახება ჩვენი პარტნიორების პოზიციაში,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები