19 ოქტომბერი 2018,   22:54
ვრცლად
ჟურნალისტი ზაზა სვანაძე 17 მაისის აქციაზე, მის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე, გენერალურ ინსპექციას იმ განცხადებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, რომელიც მან უწყებაში 4 დღის წინ შეიტანა.

ჟურნალისტი 17 მაისის აქციაზე, მის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და სამართალდამცველებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

სვანაძე ამბობს, რომ ის იმ დროს აიყვანეს, როცა გია კორკოტაშვილისგან ინტერვიუს იღებდა, პოლიციის განყოფილებაში კი რამდენიმე საათის განმავლობაში, ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს.

სვანაძემ დღეს გენერალურ ინსპექციას კონვერტით ხელბორკილები გაუგზავნა.

დღის ამბები