19 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
ჩაშლილი ტენდერი - ფოთის თეატრის რეაბილიტაციის მსურველი კომპანია არ გამოჩნდა

ფოთის თეატრის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი ისევ ჩაიშალა. ტენდერში მონაწილეობის მსურველი, არც ამჯერად გამოჩნდა.

თეატრალურმა დასმა რეპეტიციები იანვრიდან შეწყვიტა, რადგან ჭერის ჩამონგრევის შემდეგ შენობა სიცოცხლისთვის საშიში გახდა.

ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა, თუმცა მალევე შენობაში ბზარები გაჩნდა და შენობა ავარიული გახდა. რეაბილიტაციისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები