25 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
ლარი მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4438 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4365 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი  2.8869 ლარი ღირს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8641 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228 ლარი შეადგინა.

 

დღის ამბები