რუსეთის სამხედრო სწავლებები ლიტვის საზღვართან - კალინინგრადის ოლქში, სამხედრო პოლიგონზე რუსეთის საზღვაო საჰაერო ძალებმა დაბომბვებში ივარჯიშეს.
სწავლებებში ექვსი რუსული მოიერიშე მონაწილეობდა. მათ სამიზნეებზე იერიშები მიიტანეს და ღამით ფრენაშიც ივარჯიშეს.
სამხედრო სწავლებების შესახებ რუსეთს ნატო არ გაუფრთხილებია.
მას შემდეგ, რაც დასავლეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გამწვავდა, ბალტიისპირეთის საზღვრებთან რუსეთმა არაერთი დაუგეგმავი წვრთნა ჩაატარა.