ავღანეთში აფეთქება მოხდა. ქალაქ ყანდაარში ავტოსახელოსნოსთან ხელნაკეთი ბომბები ამოქმედდა. ბოლო მონაცემით, დაიღუპა 16 და მძიმედ დაიჭრა 28 ადამიანი.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა ხალხით სავსე მიკროავტობუსი ააფეთქეს, თუმცა, ეს ცნობა მოგვიანებით არ დადასტურდა.
მომხდარზე პასუხისმგელობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.