14 დეკემბერი 2018,   03:40
ვრცლად
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში ათობით დაზარალებულია

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ათობით მოქალაქე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდება. ბოლო მოსმენა ევროსასამართლოში ხვალ გაიმართება. საქმე ათობით დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული.

რუსეთის ავიაციის და სარაკეტო დაბომბვის თვითმხილველები დღეს კურიერის კამერის წინ იხსენებდნენ იმ საზარელ ისტორიებს, რომლებიც ევროსასამართლოში გაგზავნილ ჩვენებებშია აღწერილი.

სწორედ ამ ისტორიების საფუძველზე უნდა დაადგინონ  მოსამართლეებმა რუსი სამხედროების მიერ სიცოცხლის და უსაფრთხოების უფლების დარღვევა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. 

დღის ამბები