23 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
უპრეცედენტო ვერდიქტის მოლოდინში - ევროსასამართლო აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს

საქართველო უპრეცედენტო ვერდიქტის მოლოდინში - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს.

სარჩელს თან ერთვის ვიდეო, აუდიო და ფოტომტკიცებულებები, სადაც რუსი ჯარისკაცების მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულია აღწერილი.  

დღეს კადრებს მრავალტომიანი საქმეს კიდევ ერთხელ გადახედეს ბრიტანელმა ადვოკატებმა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ქართულ სახელმწიფოს სხდომაზე ისინი წარადგენენ.

სახელმწიფოთაშორისი სარჩელი ევროსასამართლოში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა. საქმის სირთულიდან გამომდინარე, უპრეცედენტო სახელმწიფოთაშორისი დავა განსახილველად 2012 წელს დიდ პალატას გადაეგზავნა.

სასამართლოს ქართულმა მხარემ ადამიანების წამების, მათი ქონების ხელყოფის შესახებ მტკიცებულებები მაშინვე წარუდგინა.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მტკიცებულება 12 აგვისტოს გორში გამოყენებული კასეტური ბომბია. ამ დაბომბვას ჰოლანდიელი ოპერატორი ემსხვერპლა. მოკლული რეპორტიორის მეწყვილე ჟურნალისტი უკვე სტრასბურგშია. ხვალ მას სასამართლოზე სხდომაზე მოუსმენენ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისში ელოდება იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, ომისთვის მზადება მოსკოვმა 2006 წლიდან დაიწყო.

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ევროპული სასამართლოსთვისაც პრეცედენტული იქნება. ამ საქმეზე გამოტანილი ვერდიქტი დიდი გავლენას იქონიებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ წამოწყებულ პროცესებზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები